ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები ვერ შეთანხმდნენ დახმარების გეგმაზე, რომელიც COVID-19-ით დაზარალებულ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უნდა მიეღოთ – გეგმა ნიდერლანდებმა დაბლოკა ფულადი დახმარების გაცემის პირობების გამო.
„16 საათიანი მოლაპარაკების შემდეგ თითქმის მივუახლოვდით შეთანხმებას, მაგრამ მაინც ვერ მოვახერხეთ. ხვალ გააგრძელებს ევროჯგუფი მოლაპარაკებებს “ – განაცხადა ევროჯგუფის ხელმძღვანელმა მარიო ცენტერონიმ.
ევროკავშირის ეკონომიკა სერიოზულად დაზიანდა კორონავირუსის მიმდინარე პანდემიის გამო. ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები კი ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან, როგორ უნდა აღადგინონ ეკონომიკა პანდემიის გადავლის შემდეგ.
მოლაპარაკებებზე განიხილება ევროპის საინვესტიციო ბანკიდან საშუალო და მცირე ბიზნესებისთვის სესხის გაცემაც.