რამდენიმე დღის წინ ნეტფლიქსმა 10 ყველაზე პოპულარული ფილმის სია გამოაქვეყნა. შედეგები საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა კინომოყვარულებისთვის. მანამ, სანამ სიას გაეცნობოდეთ, გავიხსენოთ, რომ ნეტფლიქსი ყოველთვის თავს იკავებდა რეიტინგების გასაჯაროებისგან. კომპანიამ სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ დაიწყო პოპულარული ფილმების რეიტინგების ერთჯერადად გამოქვეყნება, სწორედ ასე დაადასტურა ნეტფლიქსმა, რომ ფილმს Tiger King 64 მლნ ნახვა ჰქონდა.
ყველაზე პოპულარული ფილმების ტოპ ათეულს Netflix პირველად აქვეყნებს. რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, სიის სათავეში ქრის ჰემსვორთის თრილერი, Extraction, მოხვდა, რომელსაც გამოშვებიდან ოთხ კვირაში, ნეტფლიქსის ინფორმაციით, უკვე 99 მლნ ნახვა ჰქონდა.
მეორე ადგილზე ფილმი Bird Box გავიდა სანდრა ბალოკის მონაწილეობით. ფილმი პირველ ოთხ კვირაში 89 მილიონმა ადამიანმა ნახა. რიგით მესამე პოზიცია კი Spenser Confidential-მა დაიკავა 85 მილიონიანი მაჩვენებლით.
უცნაურია, რომ სიის მეორე ნახევარში ესპანური თრილერებიც მოხვდნენ. აქ თქვენ შეხვდებით ისეთ ფილმებს, როგორებიცაა The Platform, The Wrong Missy, The Perfect Date და სხვ.
სრული სია კი ასე გამოიყურება:
- Extraction – 99 Million
- Bird Box – 89 Million
- Spenser Confidential – 85 Million
- 6 Underground – 83 Million
- Murder Mystery – 83 Million
- The Irishman – 64 Million
- Triple Frontier – 63 Million
- The Wrong Missy – 59 Million
- The Platform – 56 Million
- The Perfect Date – 55 Million
შეგახსენებთ, რომ ნეტფლიქსმა გარკვეული დროის უკან მაყურებელთა აღრიცხვის სისტემა შეცვალა და დღეს ის ნახვად თვლის ფილმის მხოლოდ ხუთწუთიანი მონაკვეთის ყურებასაც კი.