„გინდა, ვისაუბროთ?“ – Netflix და Instagram ახალი სერიებისთვის ერთიანდება

„თუ პანდემიის პერიოდში სტრესი და შფოთვა მომატებულად გახასიათებთ, მათ შესახებ რეალური საუბრები ძალიან დიდ დახმარებას გაგიწევთ“ – ამ სიტყვებით Netflix-მა ინსტაგრამზე ახალი სერიები დააანონსა.  „გინდა, ვისაუბროთ?“ ყოველ ხუთშაბათს, შეერთებული შტატების დროით 4 საათზე, პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემა Netflix-ის ოფიციალურ ანგარიშზე და თითოეულ მაყურებელს მისცემს საშუალებას დასვას მათთვის საინტერესო კითხვები და პასუხები ექსპრტებისგან მოისმინოს.

Netflix-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ახლა საკუთარ თავებს უნდა დავუთმოთ ყველაზე დიდი ყურადღება. თუმცა, ეს მხოლოდ გარეგნულ მზრუნველობაში არ უნდა გამოიხატებოდეს. როგორც ვიცით, გლობალური ეპიდემიის პირობებში მნიშვნელოვნად გაიზარდა მენტალური ჯანმრთელობის მიმართ ინტერესი, რადგან ჩვენს ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებებმა ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოაქცია საზოგადოების დიდი ნაწილი. ამიტომ, ამ ორი პლატფორმის კოლაბორაციული ინიციატივა მიზნად ისახავს საუბრებს ისეთ საკითხებზე, რომელიც აქამდე, სამწუხაროდ, ყურადღების მიღმა გვრჩებოდა. 

ახალ სერიებში Netflix-ის ყველასთვის ცნობილი ვარსკვლავები, მენტალური ჯანმრთელობის ექსპერტებთან ერთად ისაუბრებენ ისეთ თემებზე, როგორიცაა: ძილის დარღვევა, თავის მოვლა, სტრესი და ა.შ.

https://www.instagram.com/p/B-uSizvA4-w/