Netflix ბოდიშს იხდის ფილმის პლაკატისთვის, რომელიც, კრიტიკოსთა თქმით, 11 წლის გოგოებს სექსუალურ ელემენტებს სძენს

ცოტა ხნის წინ, 9 სექტემბრის პრემიერისთვის Netflix-მა ახალი ფილმის Cuties პოპულარიზაცია დაიწყო. პლაკატში წარმოჩენილია ახალგაზრდა მოცეკვავე გოგონები, რომლებიც პროვოკაციულად პოზირებენ.

მას შემდეგ, რაც თითქმის 50 000-მა ადამიანმა ხელი მოაწერა პეტიციას, კომპანიის მიმართ მოთხოვნით, წაშალონ ფრანგული ფილმი „Cuties“, Netflix-მა ბოდიში მოიხადა მისი შეუსაბამო ნამუშევრის გამო და ფილმის გამოსახულება და აღწერა შეცვალა.

პეტიციაში ნათქვამია, რომ პლაკატი 11 წლის გოგონებს სექსუალურ ელემენტებს სძენს, რაც პედოფილებს კმაყოფილებას მოგვრის, ხოლო ბავშვებზე უარყოფით გავლენას მოახდენს.

ცნობისთვის, აღნიშნულმა ფილმმა Sundance-ის ფესტივალზე მიმდინარე წლის მსოფლიო კინოს დრამატული სარეჟისორო ჯილდო მოიპოვა.

ბოლო პერიოდში Netflix არაერთხელ გახდა განხილვის საგანი. ივლისში, ზოგიერთმა კრიტიკოსმა დაგმო მისი ეროტიული დრამა „365 დღე“ სექსუალური ტრეფიკინგის და მოზარდების მოტაცების განდიდების გამო. ასევე, მწვავე კრიტიკა დაიმსახურა მისმა სერიალმა Indian Matchmaking–მა, რადგან კრიტიკოსთა თქმით, სერიალში გენდერული სტერეოტიპები, რასიზმი და ფეოდალიზმია წახალისებული.