Net Zero ლიდერები

კლიმატური ცვლილებების შესაჩერებლად 4000-ზე მეტმა კომპანიამ, რომლებიც გლობალური ეკონომიკის საბაზრო კაპიტალიზაციის მესამედს წარმოადგენენ, 2022 წელს მიზნად დაისახა, მნიშვნელოვნად შეემცირებინა ან ნულოვან დონეზე დაეყვანა საკუთარი ნახშირბადის ემისია. ეს მიზანი ცნობილია, როგორც “Net Zero”. ვკითხულობთ Science Based Targets Initiative-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შექმნილ გლობალურ პროექტს წარმოადგენს და მოიცავს გაეროს გლობალურ შეთანხმებასაც (UN Global Compact).

მართალია, “net zero” მიზნების მიღწევა შორეული მომავალია, თუმცა, Forbes-ში გადავწყვიტეთ, ის კომპანიები გაგაცნოთ, რომლებიც არა მხოლოდ ლიდერები არიან 2050 წლისთვის შემცირებული კარბონის ეკონომიკისკენ მიმავალ გზაზე, არამედ საკუთარ ბიზნეს მოდელს მდგრად მიზნებზე მორგებულს ხდიან.

ჩვენი “ Net Zero ლიდერების” სიის შესადგენად, კვლევითი ორგანიზაციების Sustainalytics-სა და Morningstar-ის მონაცემები გამოვიყენეთ, შევაფასეთ აშშ-ს კომპანიები, რომლებიც 2050 წლისთვის “net-zero” მიზნების მიღწევის გზაზე ლიდერები არიან. კომპანიები შეირჩა ინდუსტრიის და ბიზნესსაქმიანობის ლოკაციის გათვალისწინებით, რადგან საავიაციო ან ნავთობის მწარმოებელი კომპანიების შემთხვევაში, მათ წინაშე მდგარი გამოწვევები მნიშვნელოვნად განსხვავდება ბანკებისა და სასტუმროების გამოცდილებისგან.

“ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“ წამყვანი 100 კომპანიის სიაში მეშვიდე ადგილს იკავებს. პრესსპიკერები Forbes-სთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ მათ კომპანიებში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) ინიციატივების განხორციელება პირდაპირ კავშირშია მათი საქმიანობის წარმატების საზომ ინდიკატორებთან. აღსანიშნავია ისიც, რომ მდგრადი განვითარების მნიშვნელობა სულ უფრო პრიორიტეტული ხდება, როგორც ინვესტორებისთვის, ასევე პოტენციური დასაქმებულებისთვის.

წამყვანი 100 კომპანიის სია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ლინკზე: Net Zero Leaders 2023 (forbes.com)