ახლადგამოქვეყნებული კვლევა ცხადყოფს დემენციის პოტენციურ განვითარებასთან განმეორებითი ნეგატიური ფიქრების კავშირს.
კვლევისას 4 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ მონაწილეთა განმეორებით ნეგატიურ ფიქრებს, დეპრესიას, შფოთვასა და კოგნიტურ გაუარესებას. ამავდროულად, იკვლევდნენ ტაუ და ამილოიდ პროტეინების დონეებს, რომელთა ჩამოყალიბებაც პირდაპირ კავშირშია ალცჰაიმერის დაავადების განვითარებასთან.
შედეგად, პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებოდათ განმეორებადი ნეგატიური ფიქრები დიდი დროის განმალობაში, ტვინის ქსოვილებში გაეზარდათ ტაუ და ამილოიდ პროტეინების დონე და საგრძნობლად დაეცა მათი კოგნიტური შესაძლებლობები. მონაწილეები, რომლებსაც შფოთვა და დეპრესია აღენიშნებოდათ, ასევე, მიდრეკილები აღმოჩნდნენ დემენციის მიმართ.
კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს მენტალური ჯანმრთელობის გავლენას არა მხოლოდ მოკლევადიან ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, არამედ ზრდის მომავალში დემენციის განვითარების რისკებს.
დემენცია აერთიანებს დაავადებებათა მთელ რიგს, რომლებიც პაციენტებში კოგნიტურ დისონანსს იწვევენ. დემენციის ყველაზე გავრცელებული ტიპი ალცჰაიმერის დაავადებაა. დღესდღეობით დაავადებისგან განკურნება შეუძლებელია, ამიტომაც მკურნალობისას მედიკოსები სიმპტომების დროებით შემცირებასა და მართვაზე მუშაობენ, რათა შეანელონ დაავადების პროგრესის სიჩქარე.