NDI: ქალები უფრო დაბალ ხელფასს თანხმდებიან ვიდრე კაცები

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი განწყობების კვლევა უკვე გამოაქვეყნდა.

კვლევა ეხებოდა როგორც საგარეო ასევე საშინაო პოლიტიკას, მათ შორის დასაქმებასაც და ხელფასაც. 

61% ვინც თავს დაუსამქებლად თვლის, მინიმალური ხელფსი, რომლის სანაცვლოდაც მუშაობას დათანხმდებოდა საშუალოდ 719 ლარია. თვიური ხელფასი ჯეოსტატის მიხედვით 2017 წლის მონაცემებით, 999,1 ლარია. 

აღსანიშნავია, რომ ქალები უფრო დაბალ ხელფასზე – საშუალოდ 643 ლარზე არიან თანახმა მუშაობას დათანხმდნენ, კაცები კი საშუალოდ 823 ლარზე. 

აღნიშნული კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 13-19 ივლისის პერიოდში ჩატარდა საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). კვლევაში მონაწილეობა 2, 131 პირმა, პირისპირ ინტერვიუს სახით მიიღო. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი 1.7%-ია. კვლევა განხორციელდა CRRC საქართველოს მიერ NDI-ის დაკვეთით, დიდი ბრიტანეთის მთვარობისა და UK AID-ის ფინანსური ხელშეწყობით.