NDI: ქვეყანაში ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი იზრდება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი განწყობების ახალი კვლევა გამოქვეყნდა. კვლევა ეხებოდა როგორც საგარეო ასევე საშინაო პოლიტიკას, მათ შორის ინტერენეტის მოხმარებას.

კვლევის თანახმად ქვეყანაში ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა გაზრდილია. 64% კვირაში ერთხელ მაინც იყენებს ინტერნეტს, ხოლო 8% არასდროს. 18-34 არის ის ასაკობრივი ჯგუფი, რომელიც ინტერნეტის ყველაზე ხშირი მომხმარებელია, მათი 94% კვირაში ერთხელ მაინც მოიხმარს ინტერნეტს.

აღნიშნული კვლევის საველე სამუშაოები ჩატრადა 2019 წლის 13-19 ივლისის პერიოდში ჩატარდა საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). კვლევაში მონაწილეობა 2131 პირმა პირისპირ ინტერვიუს სახით მიიღო. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი 1.7%-ია. კვლევა განხორციელდა CRRC საქართველოს მიერ NDI-ის დაკვეთით, დიდი ბრიტანეთის მთვარობისა და UK AID-ის ფინანსური ხელშეწყობით.