ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი განწყობების კვლევა დღეს გამოქვეყნდა.
კვლევა ეხებოდა როგორც საგარეო ასევე საშინაო პოლიტიკას, მათ შორის დასაქმებასაც.
კვლევის თანახმად, მოსახლეობის 61% თავს დასაქმებულად არ თვლის. 38% თავს დასაქმებულად თვლის, აღსანიშნავია რომ მოსახლეობის 13% საჯარო სექტორშია დასაქმებული.
გამოკითხულთა 68% პასუხობს რომ თავს დასაქმებულად არ თვლის, კაცების კი 54%. ასაკობრივ ჯგუფებს რაც შეეხება, 55+ ჯგუფის 78% თვლის რომ დასაქმებული არ არის, ხოლო 34-54 ჯგუფში, 47% თვლის რომ დასაქმებულია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
61%-დან ვინც თავს დაუსაქმებლად თვლის, უმუშევრობის მიზეზად, 22% ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს, 19% ამბობს რომ სხვა მოვალეობები ხელს უშლის, 17% მიზეზად პირადი კავშირების არ არსებობას ასახელებს, 12% თვლის რომ სამუშაოს ასაკის გამო ვერ პოულობს ხოლო 9% თვლის რომ იმ სამუშაოს ვერ პოულობს რომელიც მის უნარებს და განათლებას შეესაბამება.
აღნიშნული კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 13-19 ივლისის პერიოდში ჩატარდა საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). კვლევაში მონაწილეობა 2, 131 პირმა, პირისპირ ინტერვიუს სახით მიიღო. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი 1.7%-ია. კვლევა განხორციელდა CRRC საქართველოს მიერ NDI-ის დაკვეთით, დიდი ბრიტანეთის მთვარობისა და UK AID-ის ფინანსური ხელშეწყობით.