NDI: მოსახლეობის 57% საპენსიო ფონდს არ ენდობა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი განწყობების კვლევა უკვე გამოქვეყნდა.

კვლევა ეხებოდა როგორც საგარეო ასევე საშინაო პოლიტიკას, ასევე საპენსიო პროგრამას. 

გამოკითხულთა 71% თვლის, რომ დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა 40 წლამდე პირებისთვისაც ნებაყოფლობითი უნდა იყოს. გამოკითხულთა 7%-ის აზრით, 40 წლამდე მოსახლეობა ვალდებული უნდა იყოს ხელფასის 2% ყოველთვიურად გადარიცხოს საპენსიო ფონდში. 7% არცერთ შემოთავაზებულ რეფორმას არ უჭერს მხარს, ხოლოდ 14%-მა “არ ვიცი”-ს პასუხობს.

აღსანიშნავია, რომ საპენსიო ფონდის მიმართ ნდობაც დაბალია – მოსახლეობის 57%-ს არ სჯერა, რომ როდესაც პენსიაზე გავა, საპენსიო ფონდში დაგროვილი ფულით სარგებლობას შეძლებს. გამოკითხულთა 30%-ს სჯერა რომ დაგროვილი თანხით ისარგებლებს, ხოლო 13%-მა არ იცის. 

აღნიშნული კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 13-19 ივლისის პერიოდში ჩატარდა საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). კვლევაში მონაწილეობა 2, 131 პირმა, პირისპირ ინტერვიუს სახით მიიღო. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი 1.7%-ია. კვლევა განხორციელდა CRRC საქართველოს მიერ NDI-ის დაკვეთი, დიდი ბრიტანეთის მთვარობისა და UK AID-ის ფინანსური ხელშეწყობით.