დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC), აქვეყნებს განახლებულ ინფორმაციას ახალი ტიპის კორონავირუსის საქართველოში გავრცელების მასშტაბებზე.
ამ დროის მონაცემებით (10 აპრილი, 2020) საქართველოში დადასტურებულია COVID-19-ით ინფიცირების 227 შემთხვევა. ინფიცირებულთაგან ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 54 ადამიანი. 3 შემთხვევა დასრულდა ლეტალურად.
NCDC აქვეყნებს ინფორმაციას ტესტირების მასშტაბებზეც და დაავადების მიმდინარეობაზეც. ამ დროის მონაცემებით ჩატარებულია 4,005 PCR ტესტი, მათგან, დღეში ყველაზე მეტი 237 ტესტი 9 აპრილს ჩატარდა.
დაავადებულთა 97%-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა ან მსუბუქად მიმდინარეობს. დარჩენილი 3%-ში კი დაავადება მძიმე ფორმებში მიმდინარეობს.