ეროვნული ბანკი აუქციონზე 40 მლნ დოლარს გაყიდის

ხვალ, 19 მარტს, საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ დოლარს გაყიდის. აღნიშნული ინფორმაცია თავად ბანკმა გაავრცელა ვებ-გვერდის საშუალებით.

2020 წლისთვის ლარის გაუფასურების შესაჩერებლად ეს მეორე ინტერვენციაა, მანამდე ცენტრალურმა ბანკმა რეზერვებიდან 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა სავალუტო აუქციონზე.

ვალუტის მიმდინარე გაცვლითი კურსით ერთი დოლარი 3.1₾, ერთი ევრო კი 3.4₾ ღირს.