საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 2020 წლის პირველი ოთხი თვისთვის მილიარდ ლარს აჭარბებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში (მარტი-აპრილი), საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 1,3 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ქვეყნიდან საზღვარგარეთ გადაიგზავნა 208.9 მილიონი ლარი.

Image Credits to NBG

2020 წლის იანვარსა და თებერვალში 2019 წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით ზრდა ფიქსირდებოდა შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობაში, კლების ტენდენცია მარტის თვეში დაიწყო, ხოლო 2020 წლის აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 42.3%-ით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობის კლების ტენდენცია დროში ემთხვევა მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის მიმდინარეობას.