საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად ახალგაზრდებისთვის ფინანსური განათლების ბროშურები შეიმუშავა.
ბროშურები მომხმარებელს დაეხმარება სწორი ფინანსური გადაწყვეტილების მიღებისა და ფინანსური კეთილდღეობის მიღწევისთვის აუცილებელი ცოდნა და უნარები შეიძინონ და განივითარონ.
ეროვნული ბანკის მიერ შექმნილი ბროშურები ათ ძირითად თემატურ საკითხს მოიცავს: დაზოგვა და დეპოზიტები, დაზღვევა, თაღლითური სქემები და უსაფრთხოება, მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობები, პირადი ბიუჯეტი, სახელმწიფო ბიუჯეტი და გადასახადები, სესხება და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები, ფასიანი ქაღალდები და საფონდო ბირჟა, ფინანსური სისტემა და ფინანსური შუამავლები, ფული და ვალუტა.
ფინანსური განათლების ბროშურების ძირითად სამიზნე აუდიტორიას სტუდენტები წარმოადგენენ, თუმცა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვისაა ხელმისაწვდომი. ბროშურების ელექტრონული ვერსიები უკვე მზადაა სტამბური წესით ბეჭდვისთვის, ამჟამად კი ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა განთავსებული.