საქართველოს კომერციული ბანკის აქტივები გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების აქტივების შესახებ ახალ მონაცემებს აქვეყნებს. 2020 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორში 15 კომერციული ბანკია, აქედან 14 კი საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობითაა წარმოდგენილი.

საქართველოს კომერციული ბანკების აქტივები მაისის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით 0.67%-ით გაიზარდა და პირველი ივნისისთვის 49,45 მილიარდი ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.13 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.37 პროცენტია.