ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგი ცნობილია

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების წლევანდელი აუქციონის შედეგები გამოაქვეყნა. 23 ივნისს  80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობდა შვიდი კომერციული ბანკი. მოთხოვნამ 167 650 000 ლარი შეადგინა. საპროცენტო განაკვეთი კი შემდეგნაირად გადანაწილდა: მინიმალური – 8.530%; მაქსიმალური – 8.730%; საშუალო შეწონილი – 8.668%. რაც შეეხება კუპონურ საპროცენტო განაკვეთს, 9.125% შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიხედვით, სახაზინო ფასიანი ქაღალდები ემსახურება ფინანსური ბაზრების განვითარებას. განვითარებული ფულადი ბაზრის პირობებში კი იზრდება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოტენციალი და მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა.