სებ: საქართველოს კომერციული ბანკების აქტივები შემცირდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ Untitled-design-15-1ახალი მონაცემები გამოაქვეყნა.

2020 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორში სულ 15 კომერციული ბანკია წარმოდგენილი, მათგან 14 კი საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. აღსანიშნავია, რომ წინა თვესთან შედარებით, აგვისტოში საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0,39 პროცენტული პუნქტით, შესაბამისად 197,39 მლნ ლარით შემცირდა და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისთვის 50,98 მლრდ ლარი შეადგინა.

რაც შეეხება საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალს, აღნიშნული 5,38 მლრდ ლარს მოიცავს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10,55 პროცენტია.