კომერციული სესხების მოცულობა 2,05%-ით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2020 წლის პირველი აგვისტოსთვის 34.49 მილიარდი ლარია. წინა თვესთან შედარებით 2,05%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა 232.49 მილიონი ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტით 461.10 მილიონი ლარით.

კომერციულ ბანკებს 2020 წლის ივლისის ბოლოსთვის რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის ეროვნული ვალუტით 4.44 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი ჰქონდათ გაცემული, რაც წინა თვესთან შედარებით 0,4%-ით ნაკლებია. უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხი მოცულობა 12.16 მილიარდი ლარია, რაც წინა თვესთან შედარებით 2,83%-ით მაღალი მაჩვენებელია, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე კი 0,46%-ით მეტი.

ივლისის განმავლობაში 2,37%-ით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობის სექტორის დაკრედიტების მოცულობა და პირველი აგვისტოს მონაცემებით 17.10 მილიარდი ლარია.

პირველი აგვისტოსთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი 42.72%-ია, რაც ივლისთან შედარებით 0,19 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.