საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების თანახმად, 2020 წლის პირველი აგვისტოს მონაცემებით საბანკო სექტორის არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 30.54 მილიარდი ლარია. ეს მაჩვენებელი 6,16%-ით მეტია პირველი ივლისის მაჩვენებელზე. ხოლო ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 5,15%-ით გაიზარდა, მოთხოვნამდე დეპოზიტები კი 7,02%-ით.
პირველი აგვისტოს მონაცემებით დეპოზიტის ლარიზაციის კოეფიციენტი 34,42 პროცენტია. წინა თვესთან შედარებით კოეფიციენტი 0,83 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი.
ივლისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 6,68% იყო, საიდანაც ეროვნული ვალუტით განთავსებული 8,71%, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე კი 2,54%. აქედან აშშ დოლარის წილი 84,53%, ხოლო ევროს წილი 14, 11%.