რუსეთის ოპოზიციის ლიდერი სერგეი ნავალნი, ოფიციალური გერმანიის განცხადების თანახმად, „ნოვიჩოკის“ ტიპის საწამლავით მოწამლეს.
ტოქსიკოლოგიურმა ტესტმა აჩვენა უტყუარი დასკვნა, რომ ნავალნი აღნიშნული ნერვული აგენტითაა მოწამლული. ნოვიჩოკი ნერვული აგენტების ოჯახს ეკუთვნის და იგი საბჭოთა კავშირის პერიოდში შეიქმნა. რუსი მეცნიერების თანახმად, რომელთაც ნოვიჩოკი შექმნეს, იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საწამლავია.
ნავალნი მოწამვლის შემდგომ ბერლინში გადაიყვანეს სამკურნალოდ. მისი გუნდის თანახმად, იგი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებით მოწამლეს. ოპოზიციის ბრალდებას კრემლში უარყოფენ.