მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას (NATO) შორის პრაქტიკული თანამშრომლობა მაინც გრძელდება.
NATO-ს ხუთი საზღვაო გემი ფოთის პორტს მიმდინარე კვირაში ეწვევა. საქართველოს სასაზღვრო ძალებთან ერთად საწვრთნელ ოპერაციაში მონაწილეობას მიიღებენ გემები ბულგარეთიდან, კანადიდან, იტალიიდან, რუმინეთიდანა და თურქეთიდან.
COVID-19-ის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, ფოთში ჩამოსულ ძალებსა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის პირისპირი კონტაქტი არ შედგება.