სამხრეთ კორეაში აღმოჩენილი ნაშთების კვლევის შედეგად, მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ნიანგი, რომელიც პრეისტორიულ ხანაში ცხოვრობდა, დინოზავრის მსგავსად, ორი ფეხით გადაადგილდებოდა. საერთაშორისო გუნდის წევრები, რომლებიც 110 მილიონი წლის წინანდელი ნაკვალევის შესწავლაზე მუშაობდნენ, აღნიშნავენ, რომ ეს აღმოჩენა შეცვლის ადამიანთა სტანდარტულ წარმოდგენას ნიანგის შესახებ.
პალეონტოლოგებმა თავდაპირველად ჩათვალეს, რომ მსგავსი ფორმის ნაპრალები არა ნიანგს, არამედ პეტროზავრის სახელით ცნობილ უძველეს ცხოველს, ეკუთვნოდა. თუმცა ეს ჰიპოთეზა პალეონტოლოგიური მტკიცებულებების უმეტესობას ეწინააღმდეგებოდა, რომლის თანახმადაც, პეტროზავრები ოთხივე კიდურით გადაადგილდებოდნენ.
ჟურნალში Scientific Reports გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მეცნიერთა მიერ აღმოჩენილი ბილიკები და ნაკვალევი არის ერთგვარი მტკიცებულება იმისა, რომ კვალი ეკუთვნის სამი მეტრი სიმაღლის უძველესი სახეობის ნიანგს, რომელიც ორ ფეხზე მოსიარულე ცხოველი იყო.
,,წვრილი ბილიკები უკანა კიდურებითაა გაკვალული, მის გარკვეულ ნაწილებში კი ქუსლისა და თითის ფორმაა გამოსახული“ – ნათქვამია კვლევაში.
მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ კვლევა კამათის საგანი გახდება და აღმოჩენილი ნაშთების მათეულ ინტეპრეტაციას, სხვა მკვლევართა სახით, მოწინააღმდეგეები გამოუჩნდებიან.