ამერიკული აერონავტიკის და კოსმოსის კვლევის სააგენტომ NASA მარსზე სიცოცხლის ნიშნების აღმოსაჩენად კოსმოსში ახალი მისია სახელად Mars 2020 წამოიწყო და პლანეტაზე მისიის შესასრულებლად რობოტი Perseverance გაგზავნა.
რობოტი Perseverance, რომელსაც ექვსი ბორბალი აქვს და 1 ტონას იწონის, წითელ პლანეტაზე 687 დედამიწურ დღეს (ერთ მარსულ წელიწადს) გაატარებს. მან დედამიწა 30 ივლისს ფლორიდის Cape Canaveral საჰაერო ძალების სადგურიდან დატოვა. მარსზე კი, კერძოდ, ჯეზეროს კრატერზე, ის 2021 წლის 18 თებერვალს დაეშვება.
წინა ოთხი რობოტისგან განსხვავებით, Perseverance აღჭურვილია, რომ აღმოაჩინოს სიცოცხლე – მიმდინარე ან ნიადაგში არსებული ნაშთების სახით. ის დედამიწაზე მარსზე შეგროვილი ნიადაგის ნიმუშებით დაბრუნდება, რომლებიც კაცობრიობის ცოდნას წითელი პლანეტის სიცოცხლისუნარიანობასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვნად გააფართოებს.