კოცონის გვირგვინი, რომელიც მზის უახლეს სურათებზე ჩანს

NASA-მ და ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ მზის უახლესი სურათები გაავრცელა. ფოტოები ყველაზე ახლო დისტანციიდანაა გადაღებული. კადრში კოცონის „გვირგვინი“ ჩანს,  რომელიც მზის ზედაპირზეა.

სურათები Solar Orbiter-მა გადაიღო. კოსმოსურმა ხომალდმა, რომელსაც NASA და ESA მართავდნენ, მოგზაურობა 2020 წლის თებერვლიდან დაიწყო. მეცნიერები ამ ოპერაციას სახლებიდან ხელმძღვანელობდნენ და, მიუხედავად არახელსაყრელი პირობებისა, წარმატებას მიაღწიეს.

ჰოლი გილბერტმა, NASA-ს გოდარდის კოსმოსური ფრენის ცენტრის მეცნიერმა, ამ სურათებს “უპრეცედენტო” ვიზუალური ეფექტი უწოდა, რომელიც “მეცნიერებს დაეხმარება, მზის ატმოსფერული ფენების დაკავშირებაში” და კოსმოსური ამინდის უკეთ გაგებაში.

განსაკუთრებით შესამჩნევია სურათებში მზის ზედაპირზე რამდენიმე მცირე აფეთქება. დევიდ ბერგმანსმა, ასტროფიზიკოსმა, რომელიც მუშაობდა მზის ორბიტის პროექტზე ბრიუსელის სამეფო ობსერვატორიაში, მათ „კოცონი“ უწოდა.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს არის ნანობლასტები ანუ მიკრო აფეთქებები ზედაპირზე, რომლებიც, სავარაუდოდ, მზის გარე ატმოსფეროს გათბობას უწყობენ ხელს. ფოტოების დეტალურმა შესწავლამ აჩვენა ე.წ ზოდიაქური სინათლე, მზის სინათლე, რომელიც ირეკლება პლანეტაშორისი მტვერში.

აღნიშნული კოსმოსური ხოლმალდი მომავალი შვიდი წლის განმავლობაში ფოტოების გადაღებას გააგრძელებს.