NASA-მ კიდევ ერთხელ გადადო მისი ახალი მძლავრი კოსმოსური ობსერვატორიის, ჯეიმს ვების, კოსმოსური ტელესკოპის გაშვება. ამის მიზეზად კი, ძირითადად, COVID-19-ის პანდემიის შედეგად წარმოქმნილი შეფერხებები სახელდება. ტელესკოპის გაშვება იგეგმებოდა 2021 წლის მარტში, ახალი ცნობების თანახმად კი, პროექტი კიდევ 7 თვით გადაიდო, რაც იმას ნიშნავს, რომ ტელესკოპს 2021 წლის ოქტომბერში გაუშვებენ.
NASA-ს თანახმად, თარიღის გადაწევა მხოლოდ პანდემიის ბრალი არ იყო და შეფერხება ჰქონდა თავად მოწყობილობის ტექნიკურ მხარესაც, რაზეც Northrop Grumman მუშაობს.
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის პროქტი, მთელი თავისი არსებობის ისტორიის განმავლობაში, გადადების ტენდენციით ხასიათდებოდა.
2011 წელს, როცა კონგრესმა განაახლა პროექტი, რომელიც ჯერ კიდევ 1990 წელს შეიქმნა, გამოიყო 8 მილიარდი დოლარის ოდენობის კაპიტალი, თუმცა ეს თანხა არ აღმოჩნდა საკმარისი და იგი კვლავ გადაიდო 2021 წლის მარტამდე. როგორც ჩანს, გადავადების ტენდენციის სერია ჯერაც არ დასრულებულა, თუმცა NASA-ს წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ტელესკოპს 2021 წლის 31 ოქტომბერს აუცილებლად გაუშვებენ.