მარს როვერის საზაფხულო მოგზაურობა დაიწყო

photo – nasa.gov

NASA-ს მარსზე მოსიარულე როვერმა სახელად Curiosity მოგზაურობა დაიწყო, რომელიც მთელი ზაფხული გაგრძელდება. მოგზაურობის ბოლოს როვერს მარსის მთის ახალ მონაკვეთზე გადასვლა შეეძლება, რომლის სიმაღლეც 5 კილომეტრია. ამ ადგილს როვერი 2014 წლიდან იკვლევს იმის დასადგენად, თუ რა გარემო პირობებმა შეუწყეს ხელი ბაქტერიების არსებობას უძველესი დროიდან.

როვერის შემდეგი გაჩერება მთის ნაწილია, რომელსაც სულფატისებრი ერთეული ჰქვია. ისეთი სულფატები, როგორიცაა მარილი და თაბაშირი,  წყლის აორთქლების ადგილას ჩნდება, თუმცა როვერსა და სულფატებს შორის კლდის დიდი მონაკვეთია, რომელსაც Curiosity-მ უნდა შემოუაროს.

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ როვერი გზას ადრეულ შემოდგომაზე დაასრულებს. საინტერესოა, რომ მეცნიერები როვერის გადაადგილებას სახლებიდან დააკვირდებიან და არა – ოფისიდან, რომელიც კალიფორნიაში მდებარეობს.

“Curiosity-ს სრულიად დამოუკიდებელი მოქმედება არ შეუძლია, თუმცა შეუძლია მარტივი გადაწყვეტილებების მიღება გზაში, რათა გვერდი აუაროს ლოდებს და საშიშ მონაკვეთებს. ის ჩერდება, როდესაც არ აქვს საკმარისი მონაცემები გზის დამოუკიდებლად გაგრძელებისთვის” – ამბობს NASA-ს მეცნიერი, მეტ გილდნერი.

წყარო – nasa.gov