როგორ გამოიყურება დაისი სხვა სამყაროებში?

(Geronimo Villanueva/James Tralie/NASA’s Goddard Space Flight Center)

პლანეტების მკვლევარმა ნასას კოსმოსური ფრენის ცენტრიდან, ჯერონიმო ვილანუევამ, შექმნა სიმულაციები, რომელთა დახმარებითაც, შეგვილია გავიგოთ, როგორ გამოიყურება დაისი მზეზე, ვენერაზე, მარსზე, ურანზე, სატურნის მთვარეზე, ტიტანსა და ტრაპისტ-1-ზე.

მაგალითად, ცა ვენერაზე ჯერ ყვითელი, შემდეგ ნარინჯისფერი, საბოლოოდ კი შავი ხდება. ვინაიდან ვენერა საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნავს, დაისის ნახვას 116-ჯერ დიდხანს მოუნდებით, ვიდრე დედამიწაზე, რაც, თითქმის, ვენერული ნახევარი წელია.


მარსი ის პლანეტაა, რომელზეც ადამიანთა დასახლების რეალური შანსია. სიმულაცია გვიჩვენებს, თუ როგორი იქნება მარსზე მცხოვრებთათვის დაისი. როგორც ჩანს, მარსზე მზის ჩასვლა მკაფიო ლურჯი იქნება.