ისტორიაში პირველად NASA-ს კოსმოსურ ფრენას ქალი განახორციელებს

photo – Source: NASA

ქეთი ლუდერსი პირველი ქალი იქნება, რომელიც NASA-ს მიერ დაგეგმილ კოსმოსურ ფრენას უხელმძღვანელებს. როგორც სააგენტო აცხადებს, ფრენა 2024 წელს განხორცილდება.

ლუდერსი უკვე დიდი ხანია, რაც აღნიშნულ კომპანიაში მუშაობს. ის 1992 წლიდან მოყოლებული ყოველთვის აქტიურადაა ჩართული SpaceX, Boeing და სხვა კომპანიების კოსმოსურ საქმიანობებში. გარდა ამისა, ლუდერსი აპრილში NASA-ს მიერ გაშვებულ კერძო საეკიპაჟო ფრენას ზედამხედველობდა. ახალი გადაწყვეტილება კი NASA-ს ადმინისტრატორმა, ჯიმ ბრაიდენსტაინმა, საკუთარი ტვიტერის საშუალებით გვაცნობა.

„ქეთი აქამდე წარმატებულად უძღვებოდა თავის საქმიანობას და სწორედ ისაა ადამიანი, რომელიც უხელმძღვანელებს ასტრონავტებს და მათთან ერთად გაემგზავრება მთვარეზე 2024 წელს“ – ამბობს ბრაიდენსტაინი.