NASA-ს ხელმძღვანელი, შესაძლოა, ქალი გახდეს

Photo Credits: NASA

62 წლის განმავლობაში NASA-ს არც ერთი ქალი ხელმძღვანელი არ ჰყოლია, თუმცა შეიძლება ეს ყოველივე მალე შეიცვალოს. არაერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ არ არის გამორიცხული, ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა ისტორიაში პირველად ქალი დაასახელოს ამ პოზიციაზე.

ამერიკული ასტრონომიის საზოგადოების 237-ე შეხვედრის შემდეგ ვარაუდი კიდევ უფრო დამაჯერებელია. ვირტუალურად ჩატარებულ შეხვედრაზე ჯეკ ბარნსმა, კოლორადოს უნივერსიტეტის პროფესორმა, განაცხადა: „ვფიქრობ, მომავალ ადმინისტრაციას ექნება სურვილი, დაასახელოს პირველი ქალი ხელმძღვანელი. 62 წლის შემდეგ ეს მოვლენა დიდ აღტაცებას გამოიწვევს. შემიძლია ვთქვა, რომ მათთვის შეთავაზებულ სიაში ყველა ქალი კანდიდატი საქმის პროფესიონალი და პოზიციისთვის შესაფერისია.“

იქიდან გამომდინარე, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ არაერთი ქალი აირჩია მაღალ თანამდებობაზე, ბარნსის ვარაუდი საყურადღებოა. არჩეულმა პრეზიდენტმა მომავალ ფინანსთა მინისტრად ჯანეტ იელენი დაასახელა, ნაციონალურ სადაზვერვო ორგანოს ავრილ ჰაინესი უხელმძღვანელებს. ადმინისტრაციის წევრი იქნება პირველი აფროამერიკელი ქალი თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინიც.

ბარნსმა თავი შეიკავა, დაესახელებინა პოტენციური კანდიდატები ამ პოზიციისთვის, თუმცა ამ სიაში აუცილებლად იქნებიან ელენ სტოფანი და პემ მელროი. ეს ქალბატონები ბაიდენის ადმინისტრაციასთან უკვე მუშაობენ. სტოფანი 2013 წლიდან 2016 წლამდე NASA-ს მთავარი მეცნიერი იყო. მელროი NASA-ს ყოფილი ასტრონავტია, რომელმაც 3 წარმატებული მისია შეასრულა. შენონ ველი, ბიანვა ლალი და ჯედიდ ისლერი – ეს ქალბატონებიც მოიაზრებიან თანამდებობაზე მათი წარმატებული კარიერის გამო. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაასახელებს მომავალი პრეზიდენტი ხელმძღვანელს, თუმცა, სავარაუდოდ, NASA-ს პრიორიტეტულობის გამო ის კანდიდატს მალევე შეარჩევს.