ავსტრალიის ეროვნული ბანკი სერვერების გატეხვის სანაცვლოდ ადამიანებს ფულად ჯილდოს სთავაზობს

ავსტრალიის ეროვნული ბანკი (The National Australia Bank: NAB) არის ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია, „დიდი ოთხეულის“ ბანკებიდან, რომელმაც საკუთარი კიბერ სისტემის განვითარების მიზნით წამოიწყო ახალი პროგრამა.  კომპანია ადამიანებს ფულადი სახის ჯილდოს სთავაზობს, თუ ისინი შეძლებენ გატეხონ ბანკის სერვერები ან ადრე დაუდგენელი შეცდომები აღმოფხვრან.

Photo Credits to Hendrik Osula/SOPA Images

ავსტრალიის ეროვნული ბანკი კამპანიაში მონაწილეობის უფლებას აძლევს ყველას, ვისაც  Bugcrowd-ის პლატფორმასთან აქვს კავშირი. Bugcrowd არის მსოფლიოში ცნობილი კიბერუსაფრთხოების პლატფორმა. ამასთან, ავსტრალიის ეროვნული ბანკის კიბერუსაფრთხოების აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკ მაკკენზიმ განაცხადა, რომ  Bugcrowd-თან პარტნიორობა ბანკის სისტემების გაუმჯობესებას ემსახურება.

ავსტრალიის ეროვნული ბანკის განცხადებით, გასული წლის ივლისში სერვერზე დაახლოებით, 13 000 მომხმარებლის პირადი ინფორმაცია აიტვირთა. აღნიშნულ მოვლენამდე ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც საინფორმაციო დეტალები არა ოფიციალური დომენით, არამედ ელექტრონული ფოსტით იგზავნებოდა. აღნიშნულმა მიზეზებმა განაპირობა ბანკის სტრატეგიების შეცვლა და ისინი მზად არიან მიიზიდონ კიბერუსაფრთხოებაში განსწავლული მკვლევრების ფართო ჯგუფი მსოფლიო მასშტაბით. ნიკ მაკკენზის განცხადებით, პროგრამის მონაწილეებს საშუალება ექნებათ იმუშაონ ცოცხალ გარემოში, კვალიფიციურ და გამოცდილ პერსონალთან ერთად, რაც ხელს შეუწყობს ავსტრალიის ეროვნული ბანკის უსაფრთხოების სისტემების შემოწმებასა და მომავალში მის განვითარებას.