აშშ-ში N95-ის ტიპის სილიკონის მრავალჯერადი პირბადე შექმნეს

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკლევარებმა სილიკონისგან ახალი ტიპის პირბადე შექმნეს, რომელიც ვირუსისგან ისევე იცავს, როგორც N95 ტიპის რესპირატორი, თუმცა ამავდროულად, ის მრავალჯერადი, უფრო ადვილი მოსავლელი და იაფია.

პირბადის შექმნისაკენ მეცნიერები აშშ-ში კორონავირუსის გავრცელების სწრაფმა ტემპა უბიძგა. აღსანიშნავია, რომ ახალი პირბადე გამძლე სილიკონისგან, ერთგვარი ფორმის გამოყენებით მზადდება, რაც მისი წარმოების შესაძლებლობას რამდენიმეჯერ ზრდის. ამას გარდა, პირბადეს N95 ტიპის ფილტრიც უყენია, თუმცა მისი დამზადება ბევრად მარტივია, ვიდრე N95 ტიპის პირბადის.

ამჟამად, მეცნიერები პირბადის მეორე სახეობას ამუშავებენ იმ უკუკავშირის მიხედვით, რომელიც ჯანდაცვის სისტემაში დასაქმებულებისგან მიიღეს. სულ მალე, ლიცენზიის მოსაპოვებლად, ამ პროდუქტს ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში გაგზავნიან შესამოწმებლად. 

Photo Credits to (Byrne et al, 2020) from MIT
Photo Credits to (Byrne et al, 2020) from MIT