28 აპრილს სპეციალური ავიარეისი (თბილისი-კოპენჰაგენი-თბილისი) შესრულდება, რომლითაც 22 ქართველი მეზღვაური (მათ შორის 1 კადეტი) კოპენჰაგენში გაემგზავრება. გამგზავრებამდე მეზღვაურები ყველა საჭირო სამედიცინო შემოწმებას გაივლიან.
სპეციალური რეისი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კომპანია ,,Elvictor Crew Management Service”-ის ორგანიზებით დაიგეგმა.
„საკრუინგო კომპანიისა და საქართველოს მთავრობის შეთანხმების საფუძველზე, ამავე რეისით სამშობლოში დაბრუნდებიან დანიასა და სკანდინავიის სხვა ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები“ – ვკითხულობთ სააგენტოს განცხადებაში.
სპეციალური რეისები ქართველი მეზღვაურების სხვადასხვა ქვეყანაში გასამგზავრებლად მომავალშიც დაიგეგმება.