პანდემიის ჟამს „მაიკროსოფტმა“ საკუთარ საკონფერენციო პროგრამაში Teams ცვლილებები დააანონსა. კლიენტზე ორიენტირებული ცვლილებების საჭიროება Microsoft 365-ის კორპორაციულმა დირექტორმა, ჯარედ სპატარომ მომხმარებლებს შორის არსებული ურთიერთობის გასაღრმავებლად და ონლაინ-შეხვედრებით გამოწვეული დაღლის აღმოფხვრის საჭიროებით ახსნა.

კორპორაციის შიდა კვლევებმა ცხადყო, რომ ახალმა ვირტუალურმა გარემომ ხელი შეუწყო ადამიანების ურთიერთობებს: ისინი უფრო დიდი ხანი უყურებენ ერთმანეთს და უფრო დიდი ხანი აქვთ ჩართული კამერა. ამას გარდა, მათ შეხვედრაზე განხილული საკითხები უკეთესად ამახსოვრდებათ.
„მაიკროსოფტის“ ახალი ტექნოლოგია ბაზარზე აგვისტოში გამოჩნდება.