ამერიკულმა Forbes-მა პლანეტის უმდიდრესი ადამიანების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოს 190-მდე ქვეყნიდან 2,500 მილიარდერს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ მათ შორის 337 ქალს ვხვდებით, რაც გასული წლის მაჩვენებელს 12%-ით აჭარბებს.
Forbes-ის უმდიდრესი ქალების რეიტინგში პირველ ადგილს კოსმეტიკის ინდუსტრიის გიგანტის, L’Oréal-ის უმსხვილესი აქციონერი და საბჭოს თავმჯდომარე, ფრანსუა მეიერსი იკავებს. აღსანიშნავია, რომ ის უმდიდრესი ქალის სტატუსს ზედიზედ მესამე წელია ინარჩუნებს. Forbes-ის შეფასებით მისი მეიერსის ქონება 80 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
სიაში მეორე პოზიციაზე Koch Industries-ის მსხვილი აქციონერი, ჯულია კოხია, რომლის ქონებას გამოცემა 59 მილიარდ აშშ დოლარად აფასებს. აღსანიშნავია, რომ კოხების ოჯახის ქონების საერთო შეფასება $150 მილიარდს აღწევს.
Forbes-ის რეიტინგში მესამე ადგილზე ალის უოლტონია, რომლის სიმდიდრის წყაროსაც ოჯახური ბიზნესი, კერძოდ კი უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელი Walmart-ი წარმოადგენს. Walmart-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $400 მილიარდს შეადგენს, ალის უოლტონის წილი კი 57 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.
მსოფლიოს უმდიდრესი ქალების რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:
1. ფრანსუა მეიერსი – $80 მლრდ | L’Oréal
2. ჯულია კოხი – $59 მლრდ | Koch Industries
3. ალის უოლტონი – $57 მლრდ | Walmart
4. ჟაკლინ მარსი – $38 მლრდ | Mars
5. მარიამ ადელსონი – $35 მლრდ | Casino Las Vegas
6. რაფაელა აფონტე – $31 მლრდ | MSC
7. სიუზან კლატენი – $27 მლრდ | BMW
8. ჯინა რაინჰარტი – $27 მლრდ | Hancock
9. მაკენზი სკოტი – $24 მლრდ | Amazon
10. ირის ფონტბონა – $23 მლრდ | Antofogasta Mining