პატარა ზომის რობოტი სახელად Moxie, რომელიც მულტფილმის გმირს ჰგავს, 6-9 წლის ბავშვებისთვისაა შექმნილი და მას საგანმანათლებლო დანიშნულება აქვს. რობოტის მიერ ყოველ კვირას სხვადასხვა თემაზე ჩატარებული გაკვეთილები ბავშვის კოგნიტურ, სოციალურ და ემოციურ განვითარებაზეა ორიენტირებული. პარალელურად, მასწავლებლის ფუნქციებს ბავშვიც ითავსებს, რომელმაც Moxie-ს ახალი სიტყვები უნდა ასწავლოს.
მშობლებსა და ბავშვის მეურვეებს რობოტის გაკონტროლება სპეციალური აპლიკაციის დახმარებით შეეძლებათ, ამასთან, რობოტის მიერ 4 მიკროფონითა და 1 კამერით შეგროვებულ ინფორმაციაზე წვდომაც მხოლოდ მათ ექნებათ.
რობოტის საფასური 1 500 დოლარია, თუმცა ერთი წლის შემდეგ მყიდველებს დამატებით ყოველთვიურად 60 დოლარის გადახდა მოუწევთ. Moxie-ს შეძენა მყიდველებს, სავარაუდოდ, შემოდგომიდან შეეძლებათ
წყარო – theverge