ფინანსთა სამინისტროს მიერ 7 ივლისს ჩატარებული სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგები ცნობილია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში შვიდი კომერციული ბანკი მონაწილეობდა. მოთხოვნამ 132 010 000 ლარი შეადგინა. საპროცენტო განაკვეთი კი შემდეგნაირად გადანაწილდა: მინიმალური – 8.200%; მაქსიმალური – 8.550%; საშუალო შეწონილი – 8.371%.
რაც შეეხება კუპონურ საპროცენტო განაკვეთს, 9.125% შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, სახაზინო ფასიანი ქაღალდები ფინანსური ბაზრების განვითარებას ემსახურება. განვითარებული ფულადი ბაზრის პირობებში კი იზრდება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოტენციალი და მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობა.