24 ივნისის მონაცემებით, ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 149,747 პირი დარეგისტრირდა. მათგან 300 ლარიანი კომპენსაციით 93,867 პირმა ისარგებლა. ჯამურად კი 28,160,000 ლარი დაიხარჯა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
ხოლო რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია 90,775 პირმა მიიღო. გადარიცხულმა თანხამ კი 18,151,000 ლარი შეადგინა.
ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის, ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის მიმღებ პირთა რეგისტრაცია 15 მაისიდან დაიწყო და პირველ ივლისამდე გაგრძელდება.