24 მარტს გავრცელებული განცხადების თანახმად, Microsoft-მა ახალი კორონავირუსის გავრცელების პირობებში გადაწყვიტა, შეაჩეროს Windows 10-სა და Windows Server-ის ყველა ის განახლება, რომელიც პროგრამის უსაფრთხოებასთან არ არის დაკავშირებული.
აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 2020 წლის მაისამდე დარჩება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საზოგადოების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო, კომპანია ცდილობს, გამოყოს ის პრიორიტეტები, რომლებზეც თავის რესურსებს დახარჯავს.
ამიუხედავად იმისა, რომ Windows 10-ის ყველა მრახდაჭერილი მომხმარებელი ჩვეულებრივად მიიღებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ განახლებებს, მომხმარებლები ვეღარ ისარგებლებენ ე.წ. C და D ტიპის განახალებებით, რომლებიც პროგრამის ყოველდღიური ფუნქციონირებისას წარმოქმნილი ხარვეზების გასწორებას უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია ისიც, რომ პროდუქტის განახლებული ვერსიების გამოშვებასთან დაკავშირებით, ანალოგიური გადაწყვეტილებები მიიღეს Google-მა და Microsoft Edge-მა. 18 მარტიდან Google-მა შეწყვიტა Chrome-ის ახალი ვერსიების გამოშვებაზე მუშაობა, რათა მთელი რესურსები უკვე არსებული სისტემის უსაფრთხოების და გამართული ფუნქციონირებისაკენ მიმართოს, რამდენადაც მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო მოხმარება სწრაფად იზრდება.