Microsoft Windows 10-ის მომხმარებლებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებს

photo – Johny vino

Microsoft Windows 10-ის ლეპტოპის მფლობელთათვის საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს. კომპანიის თქმით, საკმარისია, მომხმარებელმა ლეპტოპი მრავალჯერადად გახსნას და დახუროს, რომ Windows 10-მა კრახი განიცადოს.

Microsoft-ის განცხადებით, აღნიშნულ პრობლემას დამატებით რამდენიმე ფაქტორი იწვევს, მათ შორის: კომპიუტერის პერიოდულად განბლოკვა, განმეორებით 4K H264 ვიდეოსა და ფილმების ჩართვა, მონიტორის 4K რეზოლუციით ფუნქციონირება და ა.შ.

Microsoft Support-ის უახლესი ინფორმაციით, DWM-ის კრახის მიზეზი Microsoft DirectX-ის ვიდეო მეხსიერების მენეჯმენტის კომპონენტში დაფიქსირებული ხარვეზია და მას არანაირი კავშირი არ აქვს ლეპტოპის ტექნიკურ გაუმართაობასთან.

გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად Microsoft პრობლემის გამოსწორებას ცდილობს, თუმცა ამ დროისთვის უცნობია, როდის დაასრულებს კომპანია ამ საკითხზე მუშაობას.