ბოლო თვეების განმავლობაში აშშ-ის მთავრობა TikTok-ის აკრძალვის საკითხს განიხილავს, მიზეზად კი ეროვნული უსაფრთხოების რისკებს ასახელებს. მისი თქმით, ჩინეთი TikTok-ის მეშვეობით, iOS-ის მომხმარებელთა შესახებ ინფორმაციას აგროვებს.
Bloomberg-ის მოხსენების თანახმად, რამდენიმეთვიანი დაპირისპირების შემდეგ დონალდ ტრამპი TikTok-ის ჩინელ მფლობელს – შპს ByteDance-ს მოუწოდებს, გაყიდოს TikTok-ის ამერიკული ოპერაციები.
გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, სწორედ Microsoft იყოს პირველი კომპანია, რომელიც დაინტერესდება აპლიკაციის ამერიკული ოპერაციების შეძენით.
Microsoft-ის განცხადებით, კომპანია პოპულარული, სოციალური აპლიკაციის ყიდვის საკითხს ჯერ კიდევ განიხილავს. ამ დროისთვის უცნობია, მოლაპარაკებები Microsof-სა და TikTok-ს შორის რა სტადიაზე იმყოფება.