წლების განმავლობაში ბრაუზერის ბაზარზე Google Chrome დომინირებდა, ხოლო მეორე ადგილს კი Firefox იკავებდა. Netmarketshare-ის უახლესი ინფორმაციით, Microsoft Edge-მა Firefox ჩაანაცვლა და Google Chrome-ის ნომერ პირველი ალტერნატივა გახდა.
რატომ აირჩია მომხმარებელმა Edge Firefox-ის ნაცვლად?
გარდა იმისა, რომ Firefox-ის მფლობელის, Mozilla-სგან განსხვავებით, Microsoft-ის გაცილებით უფრო ფართო აუდიტორია აქვს, მას გააჩნია ბრაუზერის Windows-ის ოპერაციული სისტემაზე გადაყვანის შესაძლებლობაც. ამასთანავე, Microsoft Edge ფოკუსირებულია მეწარმეობაზეც, როდესაც Firefox მხოლოდ მომხმარებელზეა ორიენტირებული.
Edge სხვა მახასიათებლებთან ერთად აქცენტს მომხმარებლების კონფიდენციულორობასა და უსაფრთხოებაზე აკეთებს. უახლესი ინფორმაციით, NSS Labs-ის უსაფრთხოების ტესტების მიხედვით, Edge-ის ბრაუზერმა მოწინავე პოზიციები დაიკავა. ამასთან, იგი დაფუძნებულია Chromium-ის ძრავაზე, რის გამოც Edge-ს Chrome-ის მსგავსი თვისებები გააჩნია.
აღსანიშნავია მისი პროფილის ავტომატური გადართვის ფუნქცია, რაც სახლიდან მუშაობის ეპოქაში მომხარებლებს ეხმარება, მარტივად მოახდინონ ლავირება საქმესა და თავისუფალ დროს შორის.
Microsoft Edge-მა Firefox პირველად მარტში ჩამოიტოვა და მას შემდეგ მისი წილი მუდმივად ფართოვდება.
წყარო – forbes.