მეტროპოლიტენის ოპერამ, აშშ-ს უდიდესმა სახელოვნებო ორგანიზაციამ, განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონი კორონავირუსის პანდემიის გამო უქმდება.
საოპერო სეზონის გაუქმება ორგანიზაციას დაახლოებით 60 მილიონ დოლარამდე ზარალს მოუტანს; ამ მიზეზით მან საქველმოქმედო დონაციების მიღება უკვე დაიწყო, რათა შეძლოს აღნიშნულ მდგომარეობასთან გამკლავება.
ამათანავე, იგეგმება კომპანიის პერსონალის ანაზღაურების მკვეთრი შემცირება, რაც გულისხმობს, რომ მენეჯმენტს 25-50%-ით, ხოლო ადმისტრაციულ პერსონალს ანაზღაურება 10%-ით შეუმცირდება. რაც შეეხება თავად კოპმანიის გენერალურ დირექტორს, პიტერ გელბს, ის საერთოდ უარს ამბობს საკუთარ ანაზღაურებაზე მანამ, სანამ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა არ გაუმჯობესდება.
„ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია ამ წარმოუდგენლად რთულ სიტუაციაში“ – განაცხადა კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა.
აღნიშნული ვითარება ცხადყოფს, რომ კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის წინაშე აშშ-ს უმდიდრესი კულტურული ინსტიტუტებიც არ არიან დაცული.