2020 წლის მეთ გალა, რომელიც 4 მაისს უნდა გამართულიყო, გაურკვეველი ვადით გადაიდო. აღნიშნულ განცხადებას მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი ავრცელებს.
წლევანდელი მეთ გალას თემა დრო, მოდა და ხანგრძლივობა იყო და მისი ორგანიზატორები ანა ვინტური, ემა სტოუნი და მერილ სტრიპი იყვნენ.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნითა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინების ფონზე გასულ დღეებში მრავალი კულტურული ღონისძიება და ფესტივალი გადაიდო, მათ შორის, გადაიდო რამდენიმე ფილმის პრემიერაც.