მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული რამდენიმეკვირიანი იძულებითი კარანტინი მოიხსნება. 2 სექტემბრიდან მუნიციპალიტეტის და უკუმიმართულებით ტრანსპორტის გადაადგილება თავისუფლად გაგრძელდება.
3 სექტემბრიდან აღდგება მესტიის მიმართულებით შიდა ფრენები და განახლდება ნატახტარი-მესტია-ნატახტარის რეისები. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ადასტურებენ.
2 სექტემბრიდან განაახლებს მუშაობას მესტიის იუსტიციის სახლიც.
შეგახსენებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი 11 აგვისტოს შემდეგ ჩაიკეტა. გახსნის გადაწყვეტილება კი საკოორდინაციო საბჭომ ეპიდსიტუაციის დასტაბილურების გამო მიიღო.