გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს ინფორმაციას ანგელა მერკელის კარანტინში გადასვლასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოებას კანცლერის სპიკერმა, შტეფან ზაიბერტმა მიაწოდა. როგორც ირკვევა, გერმანიის კანცლერს 20 მარტს კონტაქტი ჰქონდა ექიმთან, რომელსაც მოგვიანებით ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდასტურდა.
ანგელა მერკელი კარანტინის პერიოდს საკუთარ სახლში გაივლის.
შეგახსენებთ, რომ დღეს გერმანიაში აიკრძალა ორზე მეტი ადამიანის თავშეყრა. გერმანიაში ამ დროისთვის ( 22 მარტი, 22:30) კორონავირუსის 24,809 შემთხვევა არის დადასტურებული. გამოჯენმრთელდა 266 პაციენტი, გარდაიცვალა 93.