მრავალწლიანი ბრენდის გამოცდილება მეტყველებს Visa-ს გლობალური სანდო ქსელის ძალაზე, რომელიც ფულის მოძრაობის და ეკონომიკური წვდომის გაფართოების თანამედროვე საშუალებას წარმოადგენს.
მსოფლიოს ვიწვევთ Visa-სთან შესახვედრად კამპანიაში „Meet Visa“. Visa საგადახდო ტექნოლოგიების გლობალური კომპანიაა, რომელმაც დღეს მსოფლიოს ამცნო მისი ბრენდის განვითარების ისტორიის საწყისი ეტაპი, რომელიც მოიცავს მისი ქსელის მრავალფეროვან შესაძლებლობებს და გლობალური ეკონომიკური ჩართულობის ვალდებულებას. კომპანიის ბიზნეს-სტრატეგიაზე მჭიდროდ მორგებული ეს ეტაპი წარმოადგენს დინამიური გლობალური მარკეტინგული კამპანიის დებიუტს და Visa-ს ცნობილ ბრენდზე მოდერნიზებული შეხედულების მიმოხილვას.
60 წელზე მეტი ხნის წინ, როდესაც შეიქმნა Visa, ცოტას თუ წარმოედგინა სამყარო ნაღდი ფულის და ჩეკების გარეშე. Visa-ს დაფუძნებისას არსებული ხედვა, შეექმნა მეტად უსაფრთხო, სანდო და მოსახერხებელი ვალუტა ციფრულ ფორმაში, მარტივი შეკითხვით დაიწყო: რა მოხდება, თუ ფულს მთლიანად ელექტრონულად გადავაქცევთ? დღეს Visa განაგრძობს მომავალი ციფრული კომერციის განვითარების მიმართულებით მუშაობას. ის მომხმარებლებს სთავაზობს წვდომას უსაფრთხო გლობალურ ქსელზე, რომელიც ყველასთვის და ყველგან ფუნქციონირებს.
„ხალხი ფიქრობს, რომ „იცნობს“ Visa-ს. მომხმარებლები და ბიზნესები ენდობიან ამ ოთხი სიმბოლოს ძალას და ამ წარწერას ხედავენ საფულის გახსნის, გამყიდველებთან ანგარიშსწორების, მაღაზიაში შესვლის ან ონლაინ სისტემიდან გამოსვლისას, მაგრამ ისინი ვერ ხედავენ როგორ ამუშავებს ეს ოთხი სიმბოლო ადამიანების, პარტნიორობების და პროდუქტების ყველაზე დინამიურ ქსელს,“ ამბობს Visa-ს აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი და გლობალური მარკეტინგის დირექტორი ლინ ბიგარი. „ჩვენი მისიაა Visa იყოს იმაზე მეტი, ვიდრე საკრედიტო ბარათების კომპანია, სანდო ქსელი, რომელიც კომერციის განვითარებას უწყობს ხელს.“
გარდა იმისა, რომ Visa განაგრძობს ფიზიკური და ციფრული საკრედიტო თუ სადებეტო ბარათებით ოპერაციების მიმართულებით ფუნქციონირებას, ის ასევე სულ უფრო და უფრო ამარტივებს ფულის მოძრაობას. ეკონომიკურ ჩართულობაზე წვდომის უზრუნველყოფაზე დაფუძნებული კომპანია, Visa-ს ქსელი 3,6 მილიარდ საიდენტიფიკაციო მონაცემს აერთიანებს, 70 მილიონ სავაჭრო ადგილმდებარეობაზე, ათობით ათასი პარტნიორი ორგანიზაციით და 11 ტრილიონ აშშ დოლარის ოდენობით მთლიანი წლიური ბრუნვით. მხოლოდ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, Visa-მ განახორციელა 9 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირება ტექნოლოგიებში, რომლებიც ორიენტირებულია კომერციის მომავლის განვითარებაზე და სხვადასხვა სახის პროდუქტების, მომსახურებების და ბენეფიტების შეთავაზებაზე.[1] Visa-ს ქსელი ფრილანსერებს ეხმარება რეალურ დროში ანაზღაურების მიღებაში, ამარტივებს პირისპირ ანგარიშსწორებას, საშუალებას აძლევს ადამიანებს ფული გაგზავნონ და მიიღონ მილიარდობით ბარათის და ანგარიშის გამოყენებით მსოფლიო მასშტაბით, ასევე ეხმარება მათ მსხვილი კორპორატიული ტრანსსასაზღვრო ანგარიშსწორების ნაკლები ძალისხმევის გარეშე განხორციელებაში.
Visa-ს შესაძლებლობების დემონსტრირებისას ამ ბრენდის განვითარების თავდაპირველი ელემენტები მოიცავს შემდეგს:
2021 წლის განმავლობაში Visa-ს ახალი საფირმო გამოსახულება აღქმადი გახდება 200+ ქვეყანაში და ტერიტორიებზე, სადაც ის ფუნქციონირებს. ეს კონცეფცია სცდება კომპანიის პირველად ბიზნეს-სტრატეგიას და მოიცავს შემდეგს:
- სამომხმარებლო გადახდებს, რომლებიც წვდომის გაფართოებაზე და გლობალური მასშტაბით 17 ტრილიონ აშშ დოლარამდე ნაღდი ფორმით და ჩეკებით განხორციელებული გადახდების ციფრულ ანგარიშსწორებად გადაქცევაზეა ორიენტირებული.
- ახალი გადახდები, მათ შორის ტრანსსასაზღვრო პირადი ანგარიშსწორება, ღირებული მომსახურებების ფართო სპექტრი, რომელიც ნებისმიერი მასშტაბის ორგანიზაციას დაეხმარება დღევანდელ გარემოში ორიენტირებაში; გამოავლენს ზრდის ახალ შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს ჩვენი მისიის მიღწევას, გავხადოთ Visa ყველაზე უსაფრთხო, მდგრადი და სანდო ქსელი.
- შეთავაზებების და გადაწყვეტილებების მრავალფეროვნება მზარდი პარტნიორობების ფინანსურ-ტექნოლოგიური და დამკვიდრებული ბრენდებისთვის, ურთიერთობა მთავრობებთან მთელს მსოფლიოში და მომავალზე ორიენტირებული ინოვაციური ტექნოლოგია.
„Visa-ს ბრენდის ამ განვითარებაში გზას ვაძლევთ მამაც ამბიციებს, როგორც იმის გამოხატვის საშუალებას, რასაც ვიცავთ და საითკენაც მივიღწვით,“ – დასძენს ბიგარი. „სამყაროს განვითარებასთან და ფულის ახლებურად მოძრაობასთან ერთად, უკეთეს დროს ვერ ვნახავთ ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოს და იმ გავლენის დემონსტრირებისთვის, რომელიც შესაძლოა ჰქონდეს მიზანზე ორიენტირებულ ბრენდს Visa სხვადასხვა ადამიანის, ბიზნესისა თუ ეკონომიკის განვითარებაზე.
კამპანიის „Meet Visa“ შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ https://usa.visa.com/our-purpose/leading-by-example.html.
[1] Visa-ს ფინანსური ანალიზი 2020 წელი