მას შემდეგ, რაც მსოფლიო კორონავირუსის პანდემიამ მოიცვა საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი კომპანია Medline მილიონობით ადამიანის კეთილდღეობაზე აღმოჩნდა პასუხისმგებელი.
Medline ყველაზე დიდი კერძო სამედიცინო კომპანიაა აშშ-ში, რომლის 100% მილსების ოჯახს ეკუთვნის. კომპანია, ძირითადად, სამედიცინო ნიღბებს, ხელის სადეზინფექციო ხსნარებს, ქირურგიულ სამოსს, დრენაჟებსა და სხვა, ერთი შეხედვით, არაფრით განსაკუთრებულ პროდუქციას აწარმოებს. ვინაიდან დღეს ეს “ჩვეულებრივი” პროდუქტები ყველაზე საჭირო ნივთებად იქცა ადამიანებისთვის, კომპანიაც გლობალური პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად წინა ფრონტზე აღმოჩნდა.
ვირუსის აფეთქებასთან ერთად, Medline-ის თანამშორმლებს ერთ დღეში მოუწიათ სრულიად ახალ სამუშაო გარემოსთან ადაპტირება და თავდაუზოგავი შრომა წარმოქმილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. კომპანიის მილიარდელმა მესაკუთრეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ათეულობით მილიონი დოლარის სანაცვლოდ ჩინეთში საწარმოო ფაბრიკებიდან საჭირო პროდუქცია აშშ-ში გადმოეტანათ და ამერიკის ტერიტორიაზე დაეწყოთ მათი წარმოება.
„ჩვენ არ ვღელავთ გაყიდვებზე, მოგებაზე ან სხვა ასეთ საკითხებზე. ჩვენ გვჭირდება, რომ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან და თითოეული ადამიანი იყოს დაცული.“
მფლობელთა ოჯახის განცხადებით, ისინი დიდ პასუხისმგებლობას გრძნობენ ქვეყნის წინაშე, თუმცა, ისურვებდნენ, რომ კომპანიის მიმართ ამგვარი ყურადღღება მსოფლიო პანდემიით არ ყოფილიყო განპირობებული.
„მადლიერები ვართ ჩვენი თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომისათვის, ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად შექმნან ქვეყანაში ყველაზე საჭირო პროდუქცია და კიდევ უფრო მადლიერები ვართ ჯანდაცვის სფეროს იმ წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც COVID-19-ის წინააღმდეგ წინა ფრონტზე იბრძვიან“