Models.com-ის მკითხველის რჩეული წელს კატეგორიაში – „ამომავალი ვარსკვლავი“ – ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანი გახდა. აღსანიშნავია, რომ პლატფორმამ 2022 წლის გამორჩეული მოდელები ქალთა და მამაკაცთა შორის, შვიდ სხვადასხვა კატეგორიაში გამოავლინა.
მატილდა გვარლიანი მოდის ინდუსტრიაში პირველად 2018 წელს გამოჩნდა, თბილისის Mercedes Benz-ის მოდის კვირეულზე. მისთვის წლევანდელი წელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. მატილდა ნიდერლანდური Vogue-ის დეკემბრის ნომრის ყდაზე მოხვდა. ის ცნობილი ფოტოგრაფის, ელენ ფონ უნვერტის ობიექტივში მოექცა.
გარდა ამისა, ქართველმა მოდელმა 2022 წელს ასევე ითანამშრომლა ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა: Fendi, Calvin Klein, Ralph Lauren, Chanel და Zara.