Mastercard, ციფრული გადახდების გლობალური ლიდერი, საქართველოში ყველაზე წარმატებული მოდის კვირეულის, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის პარტნიორი გახდა. Mastercard-ისთვის მნიშვნელოვანია სხვა სფეროებიც, შესაბამისად მომხმარებელს ხშირად ახალისებს სიურპრიზებით.
ბუნებრივია Mastercard მხოლოდ საქართველოს ბაზარს არ მოიცავს და სევე პარტნიორობს : The Magnificent Mile Shopping Festival in Chicago, Audi Fashion Festival in Singapore and Stylicity in Canada. Mastercard მომავლის მოდის კვირეულის პარტნიორიცაა, აზიის პირველი პრე-შეკვეთების პლატფორმის, რომელიც გამოირჩევა იმით, რომ წამყვანი დიზაინერების პროდუქციის შეკვეთა ყველაზე ადრეა შესაძლბელი.
მოდის ინდუსტრია ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკას სხვადასხვა მიმართულებით – წარმოება და ტურიზმი. მოდის ტურიზმი არის ნიშ ბაზრის სეგმენტი, სადაც ქვეყნის ვიზიტორები შეუცვლელ გამოცდილებას იღებენ, აღმოაჩენენ ახალ შეგრძნებებს, შოპინგობენ, ამყარებენ კომუნიკაციას ერთმანეთთან. წელიწადში ორჯერ, მერსედეს ბენცის ფეშენ ვიქის ეგიდით, თბილისში უამრავი ადამიანი სწორედ ამ მიზნით იკრიბება.
სოფია ჭყონია: „Mercedes-Benz Fashion Week არა მხოლოდ მოდის სამყაროს, არამედ მთელი ქვეყნის განვითარებას ემსახურება. „კავკასიის პარიზი“, როგორც თბილისს უწოდებენ, 2015 წლიდან ნამდვილ მოდის ცენტრად იქცა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი კომპანია, Mastercard, ჩვენი პარტნიორი გახდა. ერთად ჩვენ შევძლებთ მოდის მოყვარულებისთვის შეუფასებელი მომენტები შევქმნათ.“
იგორ სტეპანოვი: „Mastercard წელს საქართველოში ოპერირების 20 წლის იუბილეს აღნიშნავს, ამასთან დაკავშირებით, ქართველი მომხმარებლები უამრავ სიურპრიზს უნდა ელოდნენ. კომპანია აქტიურადაა ჩართული ქვეყნის სოციალურ, კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში და ქმნის შეუფასებელ მომენტებს ბიზნეს პარტნიორებთან და ბანკებთან ერთად. მოხარულები ვართ რომ Mercedes-Benz Fashion Week-ის პარტნიორობა მეტ შესაძლებლობას გვაძლევს ჩვენი მომხმარებლებისთვის ყოველდღიური ცხოვრება მეტად საინტერესო და ემოციური გავხადოთ და უამრავი სიურპრიზით გავამრავალფეროვნოთ.“
Mastercard-ის შესახებ
Mastercard (NYSE: MA), www.mastercard.com, არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210 -ზე მეტ ქვეყანაში. Mastercard-ის პროდუქტები და სისტემები უფრო უსაფრთხოს ხდის ყველა იმ სფეროში ოპერირებას, სადაც ის არის ჩართული. Twitter@MasterCardNews-ზე, ჩაერთეთ საკითხების განხილვაში ბლოგზე „ტრანზაქციის მიღმა“ (Beyond the Transaction Blog) და გამოიწერეთ უახლესი ამბები „Engagement Bureau“-დან (http://newsroom.mastercard.com)
Mercedes-Benz Fashion Week-ის შესახებ
Mercedes-Benz Fashion Week ყოველწლიური მოდის კვირეულია, რომელიც თბილისში 2015 წლიდან ტარდება. სხვადასხვა დიზაინერის ჩვენებასთან ერთად, კვირეული BENEXT საერთაშორისო დიზაინის კონკურსს და ARTgeorgia გამოფენას მასპინძლობს.