Miami Ad School სარეკლამო ინდუსტრიით დაინტერესებულ პირთათვის ყველაზე რეიტინგული სკოლაა და Miami Ad School Tbilisi წელს, სექტემბერში, სტუდენტთა პირველ ნაკადს მიიღებს.
პროგრამა, რომელიც შედგენილია საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, სტუდენტებს ორწლიან საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსს სთავაზობს არტ-დაირექშენისა და ქოფირაითინგის მიმართულებით.
Miami Ad School Tbilisi თავისუფალი უნივერსიტეტისა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.
MAST-ის საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამებზე აპლიკაციების მიღება უკვე დაწყებულია და 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. სკოლის დამფუძნებლის თქმით, აპლიკაციის შერჩევისას პრიორიტეტი სტუდენტის შემოქმედებითობას მიენიჭება.